გათამაშებაში მონაწილეობის მიღება და გამარჯვება შესაძლებელია შეძენის გარეშე. შეზღუდულია იმ ადგილებში, სადაც ეს აკრძალულია კანონით. პროდუქტის შეძენა არ გაზრდის თქვენი გამარჯვების შანსს.
1. შესავალი
წინამდებარე პირობები და წესები (შემდგომში — „წესები და პირობები“) არეგულირებს თქვენს („თქვენ“, „თქვენი“ ან „მონაწილე“) მონაწილეობას Miller Mix Producer კონკურსში საქართველოში (შემდგომში — „კონკურსი“), რომელიც ორგანიზებულია შპს Beatport-ის („Beatport“) მიერ. კონკურსში მონაწილეობით, თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ ეს წესები და პირობები და ეთანხმებით მათ. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ, რადგან ეს წესები წარმოადგენს სამართლებრივ შეთანხმებას თქვენსა და Beatport-ს შორის.
კონკურსის მიზანი არ არის ალკოჰოლური სასმელების მოხმარების წახალისება ან მასზე მოტივაცია, არამედ მუსიკის სიყვარულის გაღვივება და საზოგადოების ფართო წრის ცნობიერების ამაღლება.
2. მონაწილეობის ვადა:
კონკურსი შედგება გარკვეული ეტაპისგან, როგორც ეს ქვემოთ არის მოცემული:
კონკურსში მონაწილეობის მიღება (თითოეული — "მონაწილეობის განაცხადი", ერთად — " მონაწილეობის განაცხადები") შესაძლებელია იმ მომენტიდან, როდესაც Opportunity Portal (როგორც ქვემოთ არის განსაზღვრული) ხელმისაწვდომი გახდება — 2025 წლის 17 სექტემბრის 00:00 საათიდან (GMT+4) 2025 წლის 13 ოქტომბრის 23:59 საათამდე (GMT+4) (შემდგომში — „მონაწილეობის პერიოდი“). მონაწილეობის პერიოდამდე მიღებული განაცხადები ან ამ პერიოდის შემდეგ მიღებული განაცხადები არ განიხილება და არ ექნება გამარჯვების უფლება. Beatport-ის საათი კონკურსის ოფიციალური დროა.
შენიშვნა: Beatport-ის გადაწყვეტილებით, ყველა თარიღი შესაძლოა შეიცვალოს. გთხოვთ, ზუსტი თარიღები გადაამოწმოთ Opportunity Portal-ზე. იმ შემთხვევაში, თუ აქ მითითებული თარიღები განსხვავებულია Opportunity Portal-ზე მოცემულ თარიღებს შორის, უპირატესობა Opportunity Portal-ზე მითითებულ თარიღებს ენიჭება.
3. უფლებამოსილება მონაწილეობისათვის:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მონაწილე უნდა იყოს თვრამეტი (18) წლის ან მეტი. გამარჯვებულად გამოცხადების შემთხვევაში, მონაწილე ვალდებულია წარადგინოს ასაკისა და საქართველოს ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი, პრიზის მისაღებად (როგორც ქვემოთ არის განსაზღვრული). ასევე, თუ თქვენ არ ხართ თვრამეტი (18) წლის, კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში, თქვენ ვერ მიიღებთ პრიზებს. გამარჯვებულად დასახელებისთვის ასევე სავალდებულოა, პრიზებთან დაკავშირებულ საქმიანობებში მონაწილეობის მიღება (როგორც ქვემოთ არის განსაზღვრული).
კონკურსში მონაწილეობის უფლება არ გააჩნიათ:
(a) Beatport-ის ან კონკურსისთვის პრიზის მიმწოდებელი რომელიმე კომპანიის თანამშრომლებს, ასევე რომელიმე სარეკლამო, ხელშემწყობი, მწარმოებელი ან საინფორმაციო სააგენტოს თანამშრომლებს, რომლებიც ზემოხსენებულ კომპანიებთან თანამშრომლობენ, ან მათი შესაბამისი მფლობელი კომპანიების, შვილობილი და აფილირებული კომპანიების თანამშრომლებს, აგრეთვე აღნიშნული თანამშრომლების უახლოესი ოჯახის წევრებს ან იმავე ოჯახში მცხოვრებ პირებს (მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ნათესავები), ან კონკურსის ადმინისტრაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირს; ან
(b) ნებისმიერ მონაწილეს, რომელიც ამჟამად იმყოფება ისეთ სახელშეკრულებო ურთიერთობაში (სიტყვიერ ან წერილობითი), რომელიც ხელს უშლის მას კონკურსში მონაწილეობას ან ზღუდავს Beatport-ის უფლებას, შესაძლო შემთხვევაში, გამოაქვეყნოს და გაავრცელოს ჩანაწერი (როგორც ქვემოთ არის განსაზღვრული).
Beatport-ს აქვს უფლება, აეკრძალოს ნებისმიერ მონაწილეს კონკურსში მონაწილეობა ან გამარჯვება, თუ Beatport-ის ექსკლუზიური შეხედულებით დადგინდება, რომ მონაწილე ცდილობს კონკურსის კანონიერად ჩატარების დარღვევას:
(i) თაღლითობის, მოტყუების ან სხვა უსამართლო გზების გამოყენებით;
(ii) წესების დარღვევით;
(iii) პრიზების მიღებაზე უარის თქმის ან მათთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გზით;
(iv) ისეთი ნამუშევრის წარდგენით, რომელიც არღვევს სხვა პირის საავტორო უფლებებს; ან
(v) კონკურსის მიმდინარეობისას ან მისი დასრულების შემდეგ რაიმე სახის დესტრუქციული ქმედებით.
განაცხადის წარდგენით, მონაწილე ეთანხმება ამ წესებსა და პირობებს და იღებს ვალდებულებას დაემორჩილოს ჟიურის (როგორც ქვემოთ არის განსაზღვრული) გადაწყვეტილებებს, რომლებიც საბოლოოა. კონკურსში მონაწილეობისთვის, თქვენ ადასტურებთ და აცხადებთ, რომ თქვენი განაცხადი:
ა) წარდგენილია კეთილსინდისიერად;
ბ) არ არღვევს მესამე პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს და არ შეიცავს ლიცენზიის გარეშე გამოყენებულ მასალებს ან ნიმუშებს;
გ) არ არის ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, დისკრიმინაციული, მიუღებელი, პორნოგრაფიული, სექსუალური, ან უკანონო შინაარსის;
დ) შესაძლებელია მისი განთავსება Opportunity Portal-ზე (როგორც ქვემოთ არის განსაზღვრული) და გამოყენება ისე, რომ არ დაირღვეს რომელიმე პირის მიმართ არსებული სახელშეკრულებო ვალდებულებები; და
ე) არ შეიცავს არაფერს, რაც შეიძლება იყოს კონფიდენციალური ან კომერციულად საიდუმლო ინფორმაცია.
4. როგორ მივიღოთ მონაწილეობა:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, უნდა შექმნათ LabelRadar-ის ანგარიში www.labelradar.com-ზე. LabelRadar-ის ანგარიშის შექმნა უფასოა. შემდეგ უნდა შექმნათ ორიგინალური ტრეკი (,,ტრეკი”), რომელიც გამოიყენებს „The Miller Mix Sound Pack“-ის ინსტრუმენტული ნაკრების (,,ინსტრუმენტული ნაკრები”) სხვადასხვა ელემენტს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება LabelRadar-ის ვებგვერდის შესაძლებლობების გვერდზე (,,შესაძლებლობების პორტალი”). ამის შემდეგ, თქვენ უნდა ატვირთოთ თქვენი ნამუშევარი შესაძლებლობების პორტალზე მონაწილეობის ვადის ამოწურვამდე, რათა იგი ჩაითვალოს ვალიდურ განაცხადად. ინსტრუმენტული ნაკრების ჩამოსატვირთად შესაძლებლობების პორტალზე უნდა მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი და მოქმედი ელფოსტის მისამართი.
თითოეულ მონაწილეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთხელ. ერთი მონაწილეს მიერ მრავალჯერადი განაცხადის შეტანა შეიძლება გახდეს დისკვალიფიკაციის საფუძველი. Beatport არ არის პასუხისმგებელი მონაწილის კომპიუტერულ სისტემაში განაცხადის გაგზავნის შედეგად წარმოშობილი ცვლილებების ან ზემოქმედებების გამო. მიიღება მხოლოდ ელექტრონული განაცხადები, რომლებიც კონკურსის ვებგვერდის მეშვეობით არის წარდგენილი. სხვა გზით წარდგენილი განაცხადები, მათ შორის აშშ-ის საფოსტო სამსახურის, ფაქსის ან კურიერული მომსახურების მეშვეობით გაგზავნილი, არ მიიღება. ტრეკის ატვირთვით, მონაწილე ადასტურებს და აცხადებს, რომ ის ტრეკის ერთადერთი ავტორია.
5. შეფასების კრიტერიუმები
მონაწილეობის ვადის განმავლობაში Beatport ყველა წარდგენილი განაცხადიდან იხელმძღვანელებს შემდეგი შერჩევის პროცედურით:
a) მონაწილეობის ვადის დასრულების შემდეგ, LabelRadar-ის აქტიური ანგარიშის მქონე ნებისმიერ წევრს ექნება შესაძლებლობა, შესაძლებლობების პორტალის მეშვეობით, მისთვის არჩეული ტრეკისთვის ხმა მისცეს არა უგვიანეს იქ მითითებული თარიღისა (,,საზოგადოებრივი ხმის მიცემა”). Beatport გამოიყენებს ამ შედეგებს, რათა განსაზღვროს პოტენციური გამარჯვებული ტრეკების მოკლე სია (როგორც ქვემოთ არის განსაზღვრული);
b) Beatport შემდეგ აირჩევს ჟიურის წევრთა კოლეგიას (,,ჟიური”), რომელიც შეარჩევს გამარჯვებულს შემდეგი კრიტერიუმებით: (i) ორიგინალურობა (50%); და (ii) ტრეკის ხარისხი (50%); და
c) Beatport გამოაცხადებს გამარჯვებულს Beatport-ის ოფიციალურად ბრენდირებულ სოციალური მედიის პლატფორმებზე 2025 წლის 20 ოქტომბერს (,,გამარჯვებულის გამოცხადების თარიღი”).
საზოგადოებრივი ხმის მიცემისას, თითოეულ ტრეკს შეუძლია მხოლოდ ერთხელ მიიღოს "like" ან "upvote" LabelRadar-ის თითოეული ანგარიშიდან შესაძლებლობების პორტალის მეშვეობით. ერთი და იმავე ანგარიშიდან დუბლირებული ხმები არ ითვლება. ხმების სისწორის უზრუნველსაყოფად, პირები ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ ან გაიარონ ავტორიზაცია LabelRadar-ის ანგარიშზე, რათა შეძლონ საზოგადოებრივი ხმის მიცემაში მონაწილეობა.
საზოგადოებრივ ხმის მიცემაში მონაწილე პირებს ხმის მიცემის დროს ექნებათ შესაძლებლობა, დარეგისტრირდნენ როგორც ფანები ან არტისტები.
6. პრიზები:
ამ კონკურსის პრიზები (თითოეული „პრიზი“ და ერთობლივად „პრიზები“) განსაზღვრულია ამ დოკუმენტის B დანართში.
ყველა პრიზი ხელმისაწვდომობის მიხედვით გაიცემა და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს სხვა, იმავე ღირებულების პრიზით. ყველა შეფასებული ღირებულება წარმოდგენილია აშშ დოლარში (USD). მოგზაურობისა და საცხოვრებლის დეტალები შეთანხმდება გამარჯვებულთან გამარჯვებულის გამოცხადების თარიღის შემდეგ. ნებისმიერი სტუმარი, რომლის დასწრებას ღონისძიებაზე გადაწყვეტს გამარჯვებული, თავად არის პასუხისმგებელი მოგზაურობაზე თბილისამდე და უკან, ასევე თავად უზრუნველყოფს საცხოვრებელს.
პრიზების მიღების უფლების მოსაპოვებლად, გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების დამადასტურებელი საბუთი და უნდა წარმოადგინოს ასაკის დამადასტურებელი დოკუმენტი, რათა აქტიურად ჩაერთოს პრიზთან დაკავშირებულ აქტივობებში.
ყველა გაუთვალისწინებელი ხარჯი, რომელიც პირდაპირ არ არის აღნიშნული პრიზებთან დაკავშირებით, უნდა აიღოს გამარჯვებულმა საკუთარ თავზე. პრიზის გაცვლის, თანხით გადახდის ან გადაცემის უფლება გამარჯვებულს არ აქვს, თუმცა Beatport-ს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს პრიზი, იმავე ან უფრო მაღალი ღირებულების პრიზით.
გამარჯვების შანსები დამოკიდებულია მიღებული მოქმედი განაცხადების (ნამუშევრების) რაოდენობაზე. ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას გამარჯვების შედეგად, მთლიანად გამარჯვებულის პასუხისმგებლობაა.
7. გამარჯვებულის შეტყობინება:
გამარჯვებულს დაუკავშირდებიან 2025 წლის 17 ოქტომბერს ან დაახლოებით მაგ პერიოდისთვის იმ ელფოსტის მისამართზე, რომელიც წარმოდგენილია განაცხადის წარდგენისას შესაძლებლობების პორტალზე. თუ გამარჯვებული 48 საათის განმავლობაში არ უპასუხებს Beatport-ის შეტყობინებას, შეიძლება დაკარგოს პრიზების მიღების უფლება.
8. პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება და დაზღვევა:
გასაგებია, რომ Beatport არ იღებს თქვენს მიმართ ვალდებულებას, გარდა იმ ვალდებულებებისა, რომელიც პირდაპირ მითითებულია ამ წესებში. Beatport არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ ზარალზე, გადასახადზე ან ხარჯზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას კონკურსში მონაწილეობის ან პრიზის მიღების შედეგად.
თქვენ ეთანხმებით, რომ გაათავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან, აანაზღაურებთ ზიანს, დაიცავთ და არ მიაყენებთ ზიანს Beatport-ს, მის შესაბამის ლიცენზიატებს, ფრანჩაიზებს, შვილობილ კომპანიებს, აფილირებულ კომპანიებს, მემკვიდრეებს, მათ შესაბამის დირექტორებს, უფლებამოსილ პირებს, თანამშრომლებს და სარეკლამო/მწარმოებელ სააგენტოებს ნებისმიერი მოთხოვნიდან, დანაკარგისგან ან ვალდებულებისა და მოთხოვნისგან, რომელიც წარმოიშობა ან დაკავშირებულია:
(i) კონკურსში თქვენს მონაწილეობასთან;
(ii) პრიზების მიღებასთან, მფლობელობასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შემთხვევა და, ზემოთ აღნიშნულის შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი ქონებრივი ზარალი, ქონების დაზიანება ან პირის ტრავმა/სიკვდილი პრიზების გამოყენების ან კონკურსში მონაწილეობის დროს;
(iii) ნებისმიერ ქონებრივ ზარალთან ან ტრავმასთან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას პრიზების გამოყენებისას ან კონკურსში მონაწილეობისას;
(iv) ნებისმიერ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ამტკიცებს, რომ თქვენი განაცხადი ან Beatport-ის გამოყენება, დისტრიბუცია ან კომერციალიზაცია არღვევს რომელიმე მესამე პირის საავტორო ან ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს.
გამარჯვებულები უარს აცხადებენ შემდეგ უფლებებზე:
1. მოითხოვონ პრიზების მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯის ანაზღაურება, მათ შორის მათი დადასტურებისა და მიღების ხარჯები.
2. მოითხოვონ რაიმე სახის პასუხისმგებლობა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას პრიზების მიღების ან გამოსყიდვის შედეგად.
Beatport არ არის პასუხისმგებელი ტელეფონის, ქსელის, კომპიუტერული ტექნიკის ან პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობაზე, დაკარგული ან მიუწვდომელი ქსელის კავშირის, არასრული, დამახინჯებული ან დაგვიანებული მონაცემების გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერი ტექნიკური ან ადამიანური შეცდომები.
თუ რაიმე მიზეზით თქვენი განაცხადი შემთხვევით წაიშალა, დაიკარგა, დაზიანდა ან შეიცვალა, თქვენი ერთადერთი გამოსავალია ახალი განაცხადის წარდგენა კონკურსში, იმ პირობით, რომ მონაწილეობის ვადა არ არის გასული.
9. მონაცემთა დაცვა და პოპულარიზაცია:
კონკურსის ფარგლებში, Beatport არის ნებისმიერი შეგროვებული პერსონალური მონაცემის კონტროლისთვის პასუხისმგებელი მხარე. Beatport არ გაამჟღავნებს მონაწილეთა პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებზე მონაწილეთა თანხმობის გარეშე, გარდა შემთხვევებისა, როდესაც მესამე პირისთვის მონაცემების გადაცემა ნებადართულია მხოლოდ კომპანიის მიერ განსაზღვრული მიზნებისათვის. პერსონალური მონაცემები ინახება Beatport-ის მიერ კონკურსის დასრულებიდან მხოლოდ სავალდებულო და პროპორციული ვადით, რათა შესაძლებელი გახდეს კონკურსთან დაკავშირებული კითხვების მართვა.
Beatport იღებს პასუხისმგებლობას და ტექნიკურ ზომებს პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
10. პასუხისმგებლობის შეზღუდვა:
Beatport-ს უფლება აქვს გააუქმოს ან შეცვალოს კონკურსი (ან მისი ნაწილი), თუ თაღლითობა, უხეში დარღვევა, ან ტექნიკური გაუმართაობა დააზიანებს კონკურსის მთლიანობას, ან კომპიუტერული ვირუსი, შეცდომა, ან სხვა ტექნიკური პრობლემა ხელს უშლის კონკურსის სწორად ჩატარებას. მონაწილეს შეიძლება მოეთხოვოს საბუთის წარდგენა, რომ ის არის წარმოდგენილი ტრეკის ავტორი. Beatport-ს უფლება აქვს უარი თქვას ნებისმიერი პირის მონაწილეობის მიღებაზე, თუ გამოვლინდება თაღლითობა ან წესების დარღვევა.
11. კონფიდენციალურობა:
კონკურსში მონაწილეობის მიღებით, თქვენ პირდაპირ ეთანხმებით, რომ Beatport დაგიკავშირდებათ ელექტრონული ფოსტით ან ნებისმიერ სხვა Beatport-ის ბრენდირებულ სოციალურ არხზე. კონკურსში მონაწილეობისას თქვენ აღიარებთ და თანხმდებით, რომ Beatport უფლებამოსილია შეაგროვოს და გამოიყენოს თქვენს მიერ მიწოდებული პერსონალური ინფორმაცია კონკურსის მართვის მიზნით, Beatport-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
https://support.beatport.com/hc/en-us/articles/4412316093588--Privacy-and-Cookie-Policy
12. ცვლილების ან უარის თქმის უფლება:
ამ წესებისა და პირობების შეცვლის ან შესწორების უფლება მხოლოდ Beatport-ის უფლებამოსილ პირს აქვს. შესაბამისად, Beatport უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზეზით ან მიზეზის გარეშე, შეცვალოს ეს წესები და პირობები. ასევე, Beatport-ს აქვს უფლება საკუთარი სუბიექტური შეფასებით ნებისმიერ დროს გააუქმოს ან შეაჩეროს კონკურსი ნებისმიერი მიზეზით, ან მიზეზის გარეშე.
Beatport-ის მიერ წესების და პირობების რომელიმე პუნქტის შეუსრულებობა არ ნიშნავს, რომ Beatport უარს ამბობს ამ პუნქტზე ან სხვა ნებისმიერი წესის შესრულებაზე.
13. სხვადასხვა:
თქვენ თანხმდებით, რომ:
(i) ნებისმიერი და ყველა დავა, პრეტენზია ან სამოქალაქო მოთხოვნა, რომელიც დაკავშირებულია კონკურსთან ან საპრიზო ფონდთან, უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად, კლასობრივი სარჩელის გარეშე, და ექსკლუზიურად თურქეთის სასამართლოების მიერ;
(ii) ნებისმიერი და ყველა პრეტენზია, გადაწყვეტილება ან კომპენსაცია შემოიფარგლება მხოლოდ ფაქტობრივად გაწეული ხარჯებით, მათ შორის კონკურსში მონაწილეობის ხარჯებით, თუმცა დაუშვებელია მოითხოვოთ ადვოკატის ჰონორარი, დამატებითი ხარჯები, ჯარიმის, შემთხვევითი ან გამოწვეული ზიანის ანაზღაურება;
(iii) იმ ფარგლებში, რაც არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით, თქვენ უარს ამბობთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე ნებისმიერ ფორუმზე, ნებისმიერ საკითხთან, სარჩელთან ან სარჩელის საფუძველთან დაკავშირებით, რომელიც წარმოიშობა ამ ხელშეკრულების საგნიდან ან ეფუძნება მას.
ყველა საკითხი და კითხვა, რომელიც ეხება ამ წესებისა და პირობების განმარტებას, ნამდვილობას, ინტერპრეტაციას და აღსრულებას, ასევე თქვენს ან Beatport-ის უფლებებსა და ვალდებულებებს კონკურსთან დაკავშირებით, რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა ქვეყნის სამართლებრივი ნორმების გათვალისწინების გარეშე. კონკურსი არალეგალურია იქ, სადაც მისი ჩატარება კანონით აკრძალულია, შეზღუდულია ან კანონით რეგულირდება. თუ Beatport რომელიმე უფლებას ან ამ წესების ნაწილს დროულად არ გამოიყენებს, ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში ამ უფლების გამოყენებაზე უარს ამბობს.
თქვენ ასევე ადასტურებთ და გარანტიას იძლევით, რომ წაიკითხეთ ეს წესები და პირობები და სრულად გაეცანით მათ შინაარსს.
დანართი B:
პრიზები
1. გამარჯვებული მიიღებს შემდეგ პრიზებს:
| პრიზი | ღირებულება | მოწოდებულია | ||||
|
|
$1 | Beatport | ||||
|
|
$1 | Beatport | ||||
|
შესაძლებლობა მიიღო მონაწილეობა Beatport-ის მიერ ორგანიზებულ შემდეგ ონლაინ-სასწავლო ვორქშოფებში, რათა განავითაროთ DJ კარიერა: ერთი (1) სოციალური მედიის ვორქშოფი შემსრულებლებისთვის Beatport-ის გლობალურ სოციალური მედიის ხელმძღვანელთან; ერთი (1) საავტორო უფლებების მართვის ვორქშოფი; ერთი (1) სპეციალიზებული LabelRadar-ის ვორქშოფი; და ერთი (1) სპეციალიზებული ვორქშოფი Beatport-ის კურატორების გუნდთან. ვორქშოფების გამოყენება შესაძლებელია გამარჯვებულის გამოცხადების თარიღიდან ერთი (1) წლის განმავლობაში. |
$1 | Beatport | ||||
| ერთი (1) 6-თვიანი Beatport Advanced Streaming პაკეტი | $96 | Beatport | ||||
| ერთი (1) 1-წლიანი Loopcloud Pro | $219 | Beatport | ||||
| ერთი (1) 1-წლიანი Beatport Studio | $120 | Beatport | ||||
| 100 LabelRadar კრედიტი | $20 | Beatport | ||||
| Plugin Boutique VST & Tools პაკეტი | $197 | Beatport | ||||
| ერთი (1) JBL Flip 6 / მორგებული Bluetooth დინამიკი | $123 | Beatport | ||||
| ერთი (1) Novation Launchkey Mini \[MK3] / Midi კონტროლერი | $129.99 | Beatport | ||||
| ერთი (1) Lewitt LCT 240 PRO / სტუდიური მიკროფონი | $99 | Beatport | ||||
| ერთი (1) UrsaDSP Boost / პლაგინი | $75 | Beatport | ||||
| ერთი (1) D16Group Total Bundle / პლაგინების პაკეტი | $999 | Beatport | ||||
| ერთი (1) DJ Studio One-off Pro ლიცენზია / შერეული პროგრამა | $499 | Beatport | ||||
| ერთი (1) Jamahook Offline Agent ლიცენზია / პლაგინი | $79 | Beatport | ||||
| ერთი (1) IK Multimedia Total Studio 4 / პლაგინები & VST პაკეტი | $599 | Beatport | ||||
| ერთი (1) AIR Fabric / VST | $249 | Beatport | ||||
| ერთი (1) Erb N Dub Hardware Bass 2.0 / VST | $79 | Beatport | ||||
| ერთი (1) DH Plugins Halo 2 / VST | $99.00 | Beatport | ||||
| ერთი (1) DH Plugins Mod EQ / პლაგინი | $29.00 | Beatport | ||||
| ერთი (1) BFD Player Dark Copper Expansion / VST | $29.99 | Beatport | ||||
| ერთი (1) Ace Studio 1-წლიანი გამოწერა / პროგრამული უზრუნველყოფა | $124 | Beatport | ||||
| ერთი (1) Moog Moogerfooger Effects Bundle / პლაგინების პაკეტი | $279 | Beatport | ||||
| ერთი (1) Beatsurfing Random / VST | $110 | Beatport | ||||
| ერთი (1) Liquidsonics Seventh Heaven Professional / პლაგინი | $299 | Beatport | ||||
| ერთი (1) Moog Mariana / VST | $99 | Beatport | ||||
| ერთი (1) Air Jura / VST | $149 | Beatport | ||||
| ერთი (1) Beatsurfing 7deadlysnares / VST | $79 | Beatport | ||||
| ერთი (1) Headrush Revalver Bundle / პლაგინი | $129 | Beatport | ||||
| ერთი (1) Newfangled Audio Generate / პლაგინი | $105.56 | Beatport | ||||
| ერთი (1) MeldaProduction MPowerSynth / VST | $214 | Beatport | ||||
| ერთი (1) Arturia V Collection / VST პაკეტი | $599 | Beatport | ||||
| სულ სავარაუდო ღირებულება | $5,930 |
Beatport-ს აქვს უფლება უარი თქვას „გამარჯვებული ტრეკის“ გამოშვებასა და გავრცელებაზე, ან საკუთარი შეხედულებით, გადაწყვიტოს, რომ „გამარჯვებული ტრეკის“ გამოშვება/გავრცელება არ იყოს გამარჯვებულისთვის მიცემული პრიზის ნაწილი.
თუ Beatport გადაწყვეტს „გამარჯვებული ტრეკის“ გამოშვებას ან გავრცელებას, გამარჯვებულს მოუწევს:
a) გადასცეს Beatport-ს ყველა უფლება, საკუთრება და სარგებელი, მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ, საავტორო უფლებები „გამარჯვებულ ტრეკზე“;
b) მიანიჭოს Beatport-ს უფლება, უფასოდ და სუბლიცენზირების შესაძლებლობით გამოიყენოს გამარჯვებულის სახელი, გამოსახულება და სხვა ბიოგრაფიული ინფორმაცია („სახელი & გამოსახულება“) ტრეკის წარმოებასთან, გავრცელებასთან, მარკეტინგსა და გაყიდვასთან დაკავშირებით;
c) დაეთანხმოს სტანდარტული როიალტების (ანაზღაურების) განაწილებას ცალკე ხელშეკრულების ფარგლებში, რათა „გამარჯვებული ტრეკი“ შეტანილ იქნას „The Miller Mix EP“-ში.
„The Moment EP“-ში ტრეკის გავრცელებისა და ჩასართავად აუცილებელია გამარჯვებულთან შეთანხმებული, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება.
გამარჯვებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. თუ გამარჯვებული საქართველოში ცხოვრობს, მაგრამ თბილისის ფარგლებს გარეთ, Beatport დაფარავს მგზავრობის ხარჯებს კონკურსზე დასასწრებად. მგზავრობის საშუალება, რომელსაც Beatport უზრუნველყოფს, დამოკიდებული იქნება გამარჯვებულის ადგილმდებარეობასა და ღონისძიების ადგილამდე მანძილზე. ანალოგიურად, საცხოვრებელი უზრუნველყოფილი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული ცხოვრობს თბილისის ფარგლებს გარეთ.